მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, დანარჩენების დამაკმაყოფილებელია
„ერთი პაციენტის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ საშუალოზე მძიმეა, მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი. დანარჩენების კი, დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ყველა პაციენტის მიმართ, ამ ეტაპზე, მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება.
“მეორე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი და თუ ასე შენარჩუნდება, კარგი იქნება. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე, დადებითი ტესტირებით, ამათთან გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა კვლევები და შეფასება დინამიკაში, როგორ ვითარდება სიტუაცია. ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება და გამოვლენა. რაც შეეხება პირველ სამ პაციენტს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირაა ჩვენთან წევს – მათთან სტაბილური სიტუაციაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, დილით დამატებით ხუთი პაციენტის ანალიზია გამოკვლევისთვის აღებული, რომლის პასუხი დღის მეორე ნახევარში, 17:00 – 18:00 საათისთვის იქნება.