“ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: “ევექსი ჰოსპიტლების” არცერთ თანამშრომელს კორონა ვირუსი არ აქვს დადასტურებული!

“ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გიორგი ნიორაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ადასტურებს, რომ “ევექსი ჰოსპიტლების” არცერთ თანამშრომელს კორონა ვირუსი არ აქვს დადასტურებული.

“ძალიან ბევრი ჟურნალისტი მირეკავს და მინდა აქაც გაგცეთ ყველას პასუხი:
“ევექსი ჰოსპიტლების” არცერთ თანამშრომელს კორონა ვირუსი არ აქვს დადასტურებული!
ჩვენ სათაო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს დადასტურდა 1 შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან სათაო ოფისს, რომელიც 4 სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, – წერს გიორგი ნიორაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები