ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ყველა კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან 

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა სულ ცხრას მიაღწია.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა ეს კონტაქტი არის დაკავშირებული იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან ხუთი აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ ერთი კლასტერი, ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური. რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. დღევანდელი საღამოთი ცხრა დადასტურებული შემთხვრევა გვაქვს კორონავირუსული ინფექციის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები