გორში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

გორში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ჯგუფებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შიგნით რა მდგომარეობაა არ ვიცი. სახანძრო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. დედა იყო სახლში მარტო და მთელი დღე სპეციფიური სუნი იგრძნობოდაო. შემდეგ კი მეზობლებმა შეატყობინეს რომ სახურავიდან კვამლი ამოდიოდა”,- ამბობს სახლის მეპატრონე.

როგორც “რეგიონულ კვირას” რეგიონული სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო ჯგუფების მიერ დროულად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები