კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, 9 მარტამდე შეჩერებულია მუშაობა. შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„პრევენციის მიზნით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მალე ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას“, – წერს “ფეისბუქზე” ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი და ამ პროცესის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
