დაბა სურამში გზების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს
დაბა სურამში გზების მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფიროსმანისა და მშვიდობის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა დაათვალიერა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ფიროსმანის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები 342 428 ლარს შეადგენს და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მშვიდობის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები კი 1296 939 ლარითაა განსაზღვრული და ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.