ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღი სპეციალური ხსნარით დამუშავდა. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია გაეცნენ.
სადეზინფექციო სამუშაოები ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ასევე, გატარდება საჯარო სკოლებში, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში.