დავით მათიკაშვილი: საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იქნა შეთავაზებული, არჩევნების დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას უზრუნველყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იქნა შეთავაზებული, ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათ შეთანხმება არ სურთ.

“საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იქნა შეთავაზებული, უზრუნველყოფს არჩევნების ძალიან მაღალი, დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას. ეს არის მეტად პროპორციული სისტემა, ვიდრე არსებული, რაც არის კონსტიტუციაში განსაზღვრული. ცოტა უცნაურია ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები. აქედან კარგად ჩანს, რომ, სინამდვილეში,  მათ არ უნდათ შეთანხმება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები