მარინა ენდელაძე: 11 ადამიანის ანალიზებია გადაგზავნილი გამოკვლევაზე, ღამე იქნება პასუხები, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია, ასევე ჩვენ

“ამჟამად არის 28 პაციენტი, თუმცა ნახევარ საათში შეიძლება შეიცვალოს ინფორმაცია. 11 ადამიანის ანალიზებია გადაგზავნილი გამოკვლევაზე, ღამე იქნება პასუხები, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია, ასევე ჩვენ“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია ასევე იმ 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

„ახლა, ამ წუთში, შემოვიდა 5 პაციენტი. რაოდენობის თქმა ასე ზუსტად ცოტა რთულია იმიტომ, რომ შეიძლება შეხვიდე და უკვე დამატებული იყოს. დინამიური პროცესია, მუდმივი ცვლა არის, შემოდიან, მიდიან. უბრალოდ, სასიამოვნო ამბავია ის, რომ ჯერ-ჯერობით, რაც ჩატარდა გამოკვლევა, გარდა იმ სამი დაფიქსირებულისა, დადებითი არც ერთს არ ჰქონია და ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იმათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იცით რომ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს ამ დაავადებას. რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ აქვთ,არც ლაბორატორიულად, არც კლინიკურად“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები