კასპში საავტომობილო გზის სრული რეაბილიტირება დაიწყო

ქალაქ კასპში  კელაპტრიშვილის ქუჩის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, რომელიც 2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. ქუჩაზე 2018-2019 წლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები – სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები. პროექტი ითვალისწინებს 1 068 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, რ/კ ბეტონის ღარების, ეზოში შეასვლელების, გზასთან მისასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობას. გზა ადაპტირებულია შშმ პირთა გადაადგილებისთვის. კეთილმოწყობილი გზით, ადგლობრივი მოსახლეობის გარდა, ისარგებლებენ ქუჩაზე მდებარე „მაცხოვრის“ სახელობის ეკლესიაში მიმსვლელები. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდრში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს და რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები