გორის მუნიციპალიტეტში სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

563 992 ლარი მოხმარდება სამი სოფლის – ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სარებილიტაციო გზის მონაკვეთი 1,5 კილომეტრია. სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

პროექტის მიხედვით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად,  ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები მოეწყობა.
გზის ამ მონაკვეთს რამდენიმე წელია, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას პრობლემებს აღარ შეუქმნის მძღოლებსა და ქვეითებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები