ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ოთხი პაციენტის პასუხებს ელოდებიან. ერთი პაციენტის ანალიზების პასუხები დღეს გახდა ცნობილი და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
“ხუთი პაციენტი გვყავდა სულ კორონავირუსთან დაკავშირებით, აქედან ერთის პასუხი მოვიდა და ის უარყოფითია. ოთხის პასუხები გადაგზავნილია ლაბორატორიაში და ველოდებით. ამ ოთხიდან ერთი არის აეროპორტის თანამშრომელი, ერთი არის მებაჟე, ხოლო დედა-შვილი სახლიდან მოიყვანეს. ისინი უცხოეთში იმყოფებოდნენ”, – აცხადებენ “ლჯ და კომპანიაში”.
ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან ახალი კორონავირუსი არცერთს დაუფიქსირდა.