თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა

თელავის იაკობ გოგგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეწყდა.

გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინეს.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შიოშვილი განმარტავს, სწავლის შეწყვეტა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მოხდა და უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

“სწავლა 24 თებერვალს დავიწყეთ. ახლა ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რასაც განთლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს. ამიტომ შევწყვიტეთ სასწავლო პროცესი. დეზინფექციას ჩავატარებთ და სხვა ღონისძიებებსაც დავგეგმავთ”, – განაცხადა შიოშვილმა.

სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში 9 მარტს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები