აბასთუმანში კორონა ვირუსზე დაკვირვების მიზნით, კიდევ ხუთი პაციენტი შეიყვანეს

კორონა ვირუსზე დაკვირვების მიზნით, აბასთუმნის ფილტვის ცენტრს ხუთი პირი დაემატა. ხუთივე მათგანი ავტობუსის მძღოლია და ისინი სავარაუდოდ ირანიდან დაბრუნდნენ.

პირველი მარტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინში 119 პირი იმყოფება, აქედან 26 აბასთუმნის ფილტვის ცენტრში.

საქართველოში კორონავირუსის 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, 3 დადასტურებული, 24 ადამიანის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.

„საქართველოში დღევანდელი დღით გვაქვს 130 შესაძლო შემთხვევა გამოკვლეული და 3 დადასტურებული. გუშინ დამატებით იქნა გამოკვლეული 37 შემთხვევა ყველა გახლდათ უარყოფითი. მოგეხსენებათ, გუშინ დილით დავადასტურეთ ერთი, მესამე დადებითი შემთხვევა. ერთიანად, რაც დაიწყო ეპიდაფეთქება ჩინეთში, საქართველოში გვქონდა 130 შესაძლო შემთხვევა და დადასტურებულია 3 შემთხვევა. სამივე გადის დაკვირვებასა და მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კიდევ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელთა პასუხი იქნება დღის განმავლობაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები