სოფელ განთიადში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში სტადიონი შემოიღობა და ახალი სკამები დამონტაჟდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ახლად რეაბილიტირებული სტადიონი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშილმა მოადგილეებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსთან ერთად დაათვალიერა.