სოფელ ალმატში საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია იწყება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს და სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში, დაიწყება.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 280 528 ლარს შეადგენს