მარინა ეზუგბაია: “მთავარ არხზე” გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო, ბოიკოტს ვუცხადებ მათ
“მთავარ არხზე” გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელების გამო, ბოიკოტს ვუცხადებ “მთავარ არხს”,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იგი აღარ ჩაატარებს ბრიფინგს, თუკი იქ “მთავარი არხიც” იქნება წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა არ დატოვა ტერიტორია, მარინა ეზუგბაიამ არც სხვა ჟურნალისტებს მისცა კომენტარი.
“თუ თქვენ და თქვენი ოპერატორი არ დატოვებთ ბრიფინგის სივრცეს, არ გავაკეთებ განცხადებებს. არ ვიწყებ, ბოიკოტს ვუცხადებ “მთავარ არხს”, დატოვოს საბრიფინგო სივრცე, თუ არადა, მე არ გავაგრძელებ განცხადებებს. შევთანხმდით? არ შევთანხმდით, კარგად ბრძანდებოდეთ”, – თქვა ეზუგბაიამ.