საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულმა 70 წლის მამაკაცმა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია დატოვა

საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებმა, 70 წლის ტარიელ გუნდიშვილმა უკვე დატოვა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა და სახლისკენ მიემართება. როგორც გათავისუფლებულმა განაცხადა იგი ორმა რუსმა ფორმიანმა ტყეში დააკავა, სადაც ფიჩხის მოსაგროვებლად იყო წასული.
„ტყეში წავედი და გზადაზგა ვკრიფავდა შეშას თან ვაგროვებდი ასკილს. აი ახლაც ჯიბეში მიყრია. ხოდა სამ კილომდე რომ მოვკრიფე გართული ვიყავი საქმეში და წამომეპარნენ რუსები ორი ავტომატით შეიარაღებული. დამიჭირეს, ვიჭიდავეთ კარგა ხანს და მერე წამიყვანეს. გადამიყვანეს ბაზაზე და დამკითხეს. შემეკითხნენ ოჯახის შესახებ. სასამართლო ჩატარდა და მკითხეს და მეც ყველაფერი მოვყევი. მე წესრიგი არ დამირღვევია, ბანერის
აქეთ ვიყავი მე. დაკავებისას რაღაცეები გაისროლეს , მაგრამ არ ვიცი რა„-განაცხადა ელდარ გუნდიშვილმა.
შეგახსენებთ, ელდარ გუნდიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები