სოფელ რუისპირში ხანძარია

ამ წუთებში ხანძარს ებრძვიან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს და ეკალ- ბარდს მოედო, რის შემდეგაც ხანძარი მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი, თუმცა, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. არის საშიშროება ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე გადავიდეს, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებით ეკიპაჟების მობილიზებას ახდენს.

ქრობის პროცესში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები