გიორგი ცუცქირიძე: სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას

დღეს საქსტატმა იანვირს თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს მშპ-ი 5,1 -ით გაიზარდა.
როგორც ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, 2020 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები იძლეოდა იმის ვარაუდს, რომ იანვარში ეკონომიკის ზრდა მაღალი იქნებოდა.

„წინასწარი შეფასებით, 2020 წლის იანვარში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.1 პროცენტი შეადგინა, რაც არის გაგრძელება წლის ზრდის მეტად დადებითი ტენდენციისა, როდრსაც 2019 წლის საშუალო, ზრდა ყველა საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი იყო და 5.2 პროცენტს გაუტოლდა. იანვრის ზრდის მაჩვენებელი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მნიშვნელოვნად აღემატება. გასულ წელს იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა.

ზრდის დინამიკაზე შესაბამისად აისახა, იანვარში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა, რომელიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით გაიზარდა.
ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კვლავ მზარდია, იანვარში ტურიზმიდან შემოსავლების სარეკორდო17.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 193.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა და მიუხედავად ამ სექტორში გასულ წელს არსებული გამოწვევებისა, რაც რუსული ემბარგოს მიზეზით შეიქმნა, სწორ სამთავრობო სტრატეგიაზე მიუთითებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დივერსიფიკაციის მზარდი დონე. 2020 წლის იანვარის ეკონომიკური ზრდა იყო დივერსიფიცირებული და მნიშვნელოვანია, რომ ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, ვაჭრობა, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება და ინფორმაცია და კომუნიკაცია.
სავალუტო ფონდის მისიის ბოლო, თებერვლის შეფასებითაც, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და გააუმჯობესებს ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივას“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები