აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს აორმაგებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს აორმაგებს. საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრებზე დამატებულია სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედიკოსების ჯგუფი, რომლებიც ყველა ჩამოსულს შესაბამისი აპარატურით ამოწმებს. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის, არც ერთი საეჭვო მდგომარეობა არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მისაღებად რეგიონში არსებულ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 30 ბოქსირებული განყოფილებაა.
,,კარგია ის რომ დროულად იქნა აღმოჩენილი კორონავირუსით დაინფიცირებული პირი. პაციენტი ასევე დროულად იქნა ტრანსპორტირებული და შესაბამისი მკურნალობის ქვეშაა. ამ ყველაფერმა ვირუსის გავრცელების საფრთხე შეამცირა. კარგია თუ კონტროლი როგორც საზღვაო სახმელეთო და საჰაერო საზღვრებზე გამკაცრდება კონტროლი. თუ საეჭვო შემთხვევები გამოვლინდა მათი გადაყვანა შესაბამის ინბოქსებში მოხდება. ბოქსირებული განყოფილებები საკმარისი რაოდენობით არსებობს. ამ ეტაპზე არცერთი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირებულა“- განაცხადა  ზაალ მიქელაძემ.
შეგახსენებთ რომ 2 დღის წინ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან ორი ირანელი უკან, თურქეთში გააბრუნეს, მათ მაღლი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები