არსებული ინფორმაციით, ჭოპორტში მამაკაცმა დედა და და მოკლა
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.