კურორტ გოდერძიზე ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ინფო-ტური გაიმართა

 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხულოს ტურისტულ ლოკაციებზე საინფორმაციო-გაცნობითი ტურები გრძელდება. ამჯერად, ტური კურორტ გოდერძიზე დიდაჭარის, ღორჯომის, საციხურისა და აგარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყო. ინფო-ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა კურორტის საბაგირო გზით გაისეირნეს, შემდეგ კი ა(ა)იპ „ხულოს სახელოვნებო სკოლასთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ ანსამბლ „ციცინათელას“ მონაწილეობით ღონისძიების კულტურული ნაწილი გაიმართა. დასასრულს მოსწავლეებისთვის ალაფურშეტი მოეწყო.
ღონისძიება „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მერიის ტურიზმის განყოფილება ახორციელებს პროექტს „შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით’’, რომლის მიზანსაც ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენს.  პროექტის ფარგლებში საინფორმაციო გაცნობითი ტურები ხულოს სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებზე, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები