Reuters: თურქეთმა სირიელი ლტოლვილებისთვის ევროკავშირის საზღვრები გახსნა
იდლიბში ვითარების დაძაბვის ფონზე, თურქეთი საზღვარზე იმ სირიელ ლტოლვილებს აღარ დააკავებს, რომლებსაც ევროპაში მოხვედრა სურთ.
ამის შესახებ Reuters თურქმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
“გადავწყვიტეთ, არ შევაჩეროთ სირიელი ლტოლვილები, რომლებიც საზღვაო თუ სახმელეთო გზით, ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. ყველა ლტოლვილს, მათ შორის სირიელს, ამიერიდან ევროკავშირში მოხვედრა შეეძლებათ”, – აღნიშნა ჩინოვნიკმა.
მისი თქმით, თურქ პოლიციელებს მითითება მიეცა, რომ უახლოეს დროში იდლიბიდან წამოსულ ადამიანებს გადაადგილებაში ხელი არ შეუშალონ.
გვიან ღამით, იდლიბში რუსეთისა და ბაშარ ასადის სამხედრო სამხედრო ძალების საჰაერო იერიშს შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 36 დაიჭრა.