ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ,,მოპედით“ გადაადგილდებოდა მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული “მოპედის” მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მისი მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა მედიასთან კომენტირებისას ექიმმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.