მამუკა მდინარაძე: რუსეთი თავის პროვოკაციულ მოქმედებებს ისევ განაგრძობს, ჩვენი ძალა ჩვენს სიმართლეშია
რუსეთი თავის პროვოკაციულ მოქმედებებს ისევ განაგრძობს. ბუნებრივია ამას თავისი მიზანი გააჩნია, რომ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ამყოფოს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ აძვთან საქართველოს მოქალაქის გატაცებას.
მდინარაძის თქმითვე, რუსეთის მიზანი საოკუპაციო ზრახვების განმტკიცებაა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი თავის პროვოკაციულ მოქმედებებს ისევ განაგრძობს. ბუნებრივია ამას თავისი მიზანი გააჩნია, რომ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ამყოფოს და ის იყენებს თავის საოკუპაციო ძალას. ამ პროცესებში ყოველდღიური ჩართვა ნიშნავს ბრძოლას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი საოკუპაციო ზრახვების განმტკიცებას. ჩვენი ძალა არის ჩვენს სიმართლეში და ჩვენს პარტნიონებში”, – განაცხადა მდინარაძემ.
საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვთან საქართველოს მოქალაქე ელდარ გუნდიშვილი “დააკავეს”.