სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და აეროპორტში კონტროლი გამკაცრებულია

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და აეროპორტში გამკაცრებულია კონტროლი. სარფში მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, შესაბამისად აღჭურვილი მედიკოსების ჯგუფი. ყველა მოქალაქე რომელიც საზღვარზე გადაადგილდება, სპეციალურ შემოწმებას გადის. განსაკუთრებით კი ირანისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ბათუმის აეროპორტში განმარტეს, რომ სამედიცინო ბრიგადა ადგილზე იმყოფება. რეისები ძირითადად თელავივიდან და თურქეთიდანაა, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ირანიდან ფრენები არ ხორციელდება.
,,პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, ზოგადი პრევენციული ღონისძიებები უნდა შესრულდეს, მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან, ასევე იმ ქვეყნებში გამგზავრებისგან, სადაც ეს ვირუსია გავრცელებული,“- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ირანის ორი მოქალაქე თურქეთში გააბრუნეს, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები