თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს 2 მოქალაქე შეიყვანეს

ბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს 2 მოქალაქე შეიყვანეს.

ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ პაციენტებს გამოკვლევებისთვის მასალას ხვალ დილით აუღებენ და პასუხი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

„2 პაციენტი შემოვიდა ახლახანს და მათ გამოკვლევა ჯერ ჩატარებული არ აქვთ, გამოკვლევისთვის მასალას აუღებენ ხვალ დილით და ხვალ დღის მეორე ნახევარში იქნება პასუხი. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც იყვნენ ირანში. სავარაუდოდ, მათ არ უნდა ჰქონდეთ ინფექცია იმიტომ, რომ მათ ირანი დატოვეს 11 და 12 თებერვალს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები