ახმეტაში ტყეში ხანძარია
ახმეტაში, სოფელ მატანის სიახლოვეს ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 3 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძრის ლიკვიდირების პროცესში 10-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.