ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებაა
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დამატებამ გამოიწვია. კონკრეტულად კი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების, კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხა, 172,6 ლარი რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. აღნიშნული საკითხები დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე აგრეთვე, ადმინისტაციული შენობების რეკონსტრუქციისა და ავტობუსების პარკის მშენებლობის საკითხი დამტკიცდა, რომლისთვისაც ბიუჯეტში 2, 696,7ლარი არის გათვალისწინებული.
შესული ცვლილებებიდან გამომდინარე ქუთაისის ბიუჯეტი 77.773,9 ათასი ლარს შეადგენს.
სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა , შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიისგან გრანტის მიღების საკითხი.
პროექტი შავი ზღვის აუზში, აქტიური ტურისტული პოტენციალის გაზრდას და აქტიური ტურისტული ადგილების ათვისებას ითვალისწინებს. პროექტი 2 წლიანია და საერთო ჯამში თანხა 159 856.80 ევროს შეადგენს. აქედან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 8%-ით, ანუ – 12 788,55 ევროთი განისაზღვრა. ქუთაისის მერია გრანტის სახით კი 147 068,25 ევროთი დაფინანსდება.“