ონის მერიაში მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს

0

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და შესაბამისი სამსახურის და  მერის წარმომადგენლებთან ასევე, საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო თათბირი გამართა. წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, გზების წმენდის, სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების, მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, წარმომადგენლები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ სოფლებში მიწის დარეგისტრირების საკითხს და ეს უნდა მოხდეს კანონის სრული დაცვით.

ემზარ საბანაძემ გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც დააანონსა ინტენსიური შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან პრობლემური საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით.

თათბირს ასევე ა(ა) იპ ონის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ხელმძღვანელი ნონა ბაკურაძე ესწრებოდა, რომელმაც წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების მონიტორინგთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები მისცა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი