ხობის მერმა სოციალურად დაუცველი ოჯახების ავარიული სახლები მოინახულა
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს.
აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას ქულას, რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია და სახლები საჭიროებს გადახურვას, ან სახურავის შეკეთებას, მერია სამშენებლო მასალებით ეხმარება.
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ წევრები ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებთა ოჯახებში იმყოფებოდნენ და ავარიული სახლები დაათვალიერეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ პროგრამისთვის, სახურავის გადასახური მასალის შესაძენად 50 000 ლარია გამოყოფილი.