წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ლაგოდეხში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გრიგოლ მანდარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. კომპანიის დირექტორი, სოფელ ჭიაურის მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების კუთხით ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

გრიგოლ მანდარიას დავალებით, ხვალ, ლაგოდეხში ექსპერტთა ჯგუფი ჩავა, რომელიც ადგილზე შეისწავლის არსებული ჭაბურღილების მდგომარეობას, საიდანაც ხდება სოფლების წყლით მომარაგება.
სოფელ ჭიაურს, ჰერეთის კარსა და თამარიანს წყლის დებიტის სიმცირის გამო, წყალმომარაგება შეზღუდულად მიეწოდება.

ჯგუფის შესაფების დასკვნის საფუძველზე, დებიტის გაზრდის მიზნით, მოხდება ჭაბურღილების რეაბილიტაცია და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 1200-მდე ადამიანისთვის წყლის მიწოდების რეჟიმი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები