დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას წარმატებულ თანამშრომლობაზე ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა.
მინისტრებმა შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მინისტრმა კოლეგას გაეროს ფორმატებში წარდგენილი რეზოლუციების უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სხვადასხვა ფორმატში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს განვითარების და ევროინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით შვედეთის დახმარების მნიშვნელობა აღინიშნა. საქართველოს წარმატებას როგორც აღმოსვალეთ პარტნიორობის ფარგლებში, ასევე ევროკავშირთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მაღალი შეფასება მიეცა.
მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის თვალსაზრისით მოსაზრებები გაცვალეს.