სოფლებში ტახტისძირსა და რუისში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფლების ტახტისძირისა და რუისის #2 და #3 საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. პროექტის ფარგლებში, გზის სანიაღვრე სისტემების რკინა- ბეტონის კონსტრუქციით გამაგრებაცაა გათვალისწინებული.
პროექტების საერთო ღირებულება ჯამში 521 000 ლარს შეადგენს . საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტს სამშენებლო კომპანია ” შარა ” აწარმოებს.