ახალციხელმა მძლეოსნებმა 3 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ქალაქ თბილისში, მძლეოსნობაში ზამთრის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 2004 -2005 -2006 წლებში დაბადებული ბიჭები და გოგონები იღებდნენ.

ტურნირში ახალციხელმა მძლეოსნებმა წარმატებით იასპარეზეს. მათ 3 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

პირველი ადგილი მარი კაპანაძემ 1500 და 3000 მ რბენებში დაიკავა, 800 მ რბენაში კი ასია ჩარუხჩიანმა მიაღწია წარმატებას. ვერცხლის მედლის მფლობელები  გიორგი ნათენაძე 3000 მ რბენაში, ოვანეს საღოიანი 800 მ რბენაში, სვეტლანა ამბარცუმიანი 1500 მ რბენაში გახდნენ. შერეულ ამანათრბენში კი ( 2 ბიჭი 2 გოგო ) ახალციხის გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები