ისრაელმა ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტები საპასუხოდ დაბომბა – ღაზას მოსაზღვრე რაიონები დაკეტილ ზონად გამოცხადდა (ვიდეო)

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტები საპასუხოდ დაბომბეს.

მანამდე ისრაელის მისამართით 20-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული, 13-ის ჩამოგდება მოხერხდა, დანარჩენები დაუსახლებულ ტერიტორიაზე აფეთქდა. სდეროთის რაიონში განგაშის სირენა ამოქმედდა.

უცნობია, საჰაერო იერიშს მოჰყვა თუ არა მსხვერპლი, ან რომელი ობიექტები დაიბომბა

ვითარების დაძაბვის პარალელურად, ისრაელმა ღაზას სექტორის მოსაზღვრე რაიონები დაკეტილ ზონად გამოაცხადა.

გარდა ამისა, სდეროთსა და აშკელონის დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები