ვეფხვია გულედანი: პოლიტიკოსი, რომელიც კანონს ერთხელ დაარღვევს, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვეფხვია გულედანი, ექს-პრემიერისა და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც კანონს ერთხელ დაარღვევს, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს.

„ჩვენი შეფასებით, სიტყვა „დამხობით” მერაბიშვილი წარსულში დარჩა. ვიმედოვნებთ, სიტუაციის გაცნობისა და გაანალიზების შემდეგ მიხვდება, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება კვლავ იქ დააბრუნებს, საიდანაც გამოვიდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. მხოლოდ ჩვენს დემოკრატიაში ხდება, რომ კრიმინალები პოლიტიკაში ფართო ნაბიჯებით შედიან და აბინძურებენ პოლიტგარემოს. ვშიშობთ, აღნიშნული მიდგომა სტერეოტიპულად დაუშვებელია, საზოგადოებამ არ უნდა მიიღოს ჩვეულ რეალობად. მეგობრებო, პოლიტიკოსი, რომელიც კანონს ერთხელ დაარღვევს, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს და თუ კვლავ უტიფრად, ჯიუტად ცდილობს, პოლიტიკას ამოეფაროს, საზოგადოებამ უნდა გასცეს ადეკვატური პასუხი”, – აცხადებს ვეფხვია გულედანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები