პრემიერი გომელაურთან დაპირისპირებაზე: ეს ყველაფერი არის მოგონილი

იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

„ჯერ ერთი, დაპირისპირება თქვენი მოგონილია, მეორე – როგორც ვიცი ბატონი ვახო დაეთანხმა ჩემს პოზიციას და მესამე – მე პოზიციებს ასე არ ვიცვლი. მაშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის შეფასება, რომელიც მე გავაკეთე იყო აბსოლუტურად სწორი, გულწრფელი. კიდევ გავიმეორო? ხომ არ აქვს აზრი?! და ეს დაპირისპირება, ყველაფერი არის მოგონილი,” – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები