უკრაინაში მმართველი პარტიის დეპუტატებს რუსულ მედიასთან კომუნიკაციას უკრძალავენ
უკრაინაში მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატებს, რუს ჟურნალისტებთან კონტაქტი ეკრძალებათ.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ევგენია კრავჩუკმა, „კპ უკრაინას“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მკაფიო რეკომენდაცია გვაქვს რუსულ მედიასთან საუბართან დაკავშირებით – მათზე ტაბუა დადებული. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენი დეპუტატი დამოუკიდებლად მივიდა რუსეთის პირველ არხზე, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო“,-განაცხადა კრავჩუკმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინულ მედიასთან საუბრის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა ზოგიერთ დეპუტატს „კამერისა და მიკროფონის შიში აქვს“.
„როდესაც ისინი ხედავენ, რომ ორ დღეში მედიის დონეზე პოლიტიკოსის განადგურება შეიძლება, საკუთარ თავს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ“,- განმარტა კრავჩუკმა.