გიორგი ვოლსკი: მთელმა მსოფლიომ იცის, სტრასბურგიდან დაწყებული საქართველოს ნებისმიერი პატარა სოფლით დამთავრებული, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და შემაძრწუნებელი იყო

„ძალიან სერიოზული ლუსტრაცია მოხდა. გიგა ბოკერიამ გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც საკმაოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს. მან გამოაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი. ამ დროს მთელმა მსოფლიომ იცის, სტრასბურგიდან დაწყებული და დამთავრებული საქართველოს ნებისმიერი პატარა სოფლით, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო და იმდენად შემაძრწუნებელი, რომ მეხსიერებიდან არავის არ ამოსდის”, – განაცხადა TV პირველის ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის გამოსვლამ ბევრი შეკითხვა გააჩინა აგრეთვე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ფიქრობენ, რომ იგი მათი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი უნდა გახდეს.

„თუ ამ ადამიანს უწოდებ პოლიტიკურ პატიმარს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმრის კრიტერიუმი შენთვის – პოლიტიკური ძალისთვის სწორედ ეგ არის. და მაშინ რატომ გამოეყო ევროპული საქართველო ნაცმოძრაობას, ან რა ბნელ წარსულს დასცილდა და რა ახალი მომავლის შენება გადაწყვიტა? ძალიან ბევრი კომენტარი იყო დამხობის თემასთან დაკავშირებით. ანუ დასკვნა ერთია – მათთვის არავითარი არჩევნების თემა დღის წესრიგში არ დგას. მათი გადმოსახედიდან ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და გიგი უგულავაც არის პოლიტიკური პატიმარი და ეს მიდგომა გაცილებით უფრო საშიშს ხდის ოპონენტ პოლიტიკურ ძალას”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, არ იცის, დესტრუქციაში გამოწრთობილი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისკენ” თუ „ევროპული საქართველოსკენ” წავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები