ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული-ავტოსაგზაო შემთხვევა ბობოყვათში

ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. რა დროსაც 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.  ავტომობილში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც სასწრაფო სანედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც შემთხვევის თვითმხილველი ,,რეგიონულ კვირასთან” ყვება, გარდაცვლილი და დაშავებული ადგილობრივები არიან.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ დაშავებულს სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

ფაქტზე გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები