ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლომბარდის ძარცვის მცდელობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლომბარდის ძარცვის მცდელობისთვის დაკავებულ სამ პირს აღვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. მან პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა აღვეთ ღონისძიებად პატინრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან შესაძლოა მსჯავრდებულებმა მოწმეებზე ზემოქმედება იქონიონ, მტკიცებულებები გაანადგურონ და ასევე საქართველოს საზღვარი დატოვონ . როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რადგან მომხდარი ფაქტი არის დაზარალებულის დადგმული სპექტაკლი.დაკავებულებს სურდათ მობილური ტელეფონი ეყიდათ და გამყიდველთან ფასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდენენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. მისივე თქმით, საქმეში არსებობს მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები მტკიცებულებად, არც ლომბარდის კამერის ჩანაწერი და სხვა გარეშე პირის ჩვენებები არ არის. 18 თებერვალს ზუგდიდის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ლომბარდის ძარცვის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს, ერთი გუშინ, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები