საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვენაში “ODIHR”-ის დირექტორს შეხვდნენ

ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთო/ოდირის დირექტორს, ინგებორგ გისლედოტირს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით საკანონმდებლო ორგანოს როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს.

ოდირის დირექტორმა საქართველოსა და ოდირს შორის არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოდირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე დელეგაციის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და დელეგაციის წევრებმა, ირაკლი ბერაიამ და ირაკლი კობახიძემ აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მიდგომას დადებითი წინასაარჩევნო და საარჩევნო გარემოს შექმნა და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობაში წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრები და ოდირის დირექტორი აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები