მარტვილში გარე მოვაჭრეების პრობლემა მოგვარდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილეებთან ალექსანდრე ხურცილავასთან და აკაკი ხუნწელიასთან ერთად გარე მოვაჭრეებს შეხვდა და აგრო-ბაზრის მშნებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი აშენდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
აგრო-ბაზრის მოწყობისთვის 120 000 ლარი გამოიყო. პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი 60 000 ლარით და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 60 000 ლარით დააფინანსებს.
პროექტი გარე მოვაჭრეებთან კონსულტაციით და მათი ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები