ზაზა კევლიშვილი: არავინ დაუშვებს გაავებული ბრიყვების და მკვლელების კვლავ ხელისუფლებაში მობრუნებას

5 წუთის წინ გამოსული, მრავალი ადამიანის მკვლელობის და გაუბედურების მთავარი არქიტექტორი და შემსრულებელი, უკვე ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს, – ამის შესახებ მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სახეზეა ნაცმოძრაობის ძალმომრეობითი ფსიქიკის პერსონალური განსახიერების ტოტალური დეგრადაცია.

“გონორი, რომელიც გვამების მოყვარულ მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააჩნია, სიბრიყვეზე და საკუთარი დანაშაულის სრულ გაუცნობიერებლობაზეა დამყარებული. 5 წუთის წინ გამოსული, მრავალი ადამიანის მკვლელობის და გაუბედურების მთავარი არქიტექტორი და შემსრულებელი, უკვე ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს. ეს ზოგადად ნაცმოძრაობის საბედისწერო შეცდომაა. ეს არის გუშინდელი კვესიტაძის რიტორიკის გაგრძელება, შემთხვევითი არაა რომ ყოფილი ძალოვანები და მათი ცოლები იმუქრებიან, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის და ძალაუფლების ილუზია ჯერ კიდევ ღრმად აქვთ გამჯდარი ტვინში. მოკლედ სახეზეა ნაცმოძრაობის ძალმომრეობითი ფსიქიკის პერსონალური განსახიერების ტოტალური დეგრადაცია. ამდენი ადამიანი გააუბედურო, ამხელა დანაშაულები ჩაიდინო და შენი სტრატეგია კვლავ მუქარა და შურისძიება იყოს, არ გამოხატო თუნდაც ფარისევლურად 2 გრამი სინანულის გრძნობა-ამას ბრიყვის გარდა არავინ გააკეთებდა, მაგრამ ხალმა ამ წლების განმავლობაში ბევრი ისწავლა, არავინ დაუშვებს გაავებული ბრიყვების და მკვლელების კვლავ ხელისუფლებაში მობრუნებას“, – წერს ზაზა კევლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები