გოკა გაბაშვილი: ვანო მერაბიშვილის განცხადებაში ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიანი გზები იგულისხმება

“ევროპული საქართველოს” წევრმა, გოკა გაბაშვილმა ხელისუფლების დამხობის შესახებ, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მედიასთან განმარტა.

მისი თქმით, მერაბიშვილის განცხადებაში ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიანი გზები იგულისხმება.

“რა თქმა უნდა იგულისხმება მშვიდობიანი გზები ამ ხელისუფლების გასტუმრების და ამ ხელისუფლების შეცვლის, სხვა არანაირ გზას არავინ არ გულისხმობს. ეს არის მშვიდობიანი გზები, ეს არის პროტესტიც, არჩევნებიც”, – განმარტა გაბაშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა, ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: “წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები