„ხალხს ჩემთვის არ დაუვალებია, წადი და შენი დაბინავებისთვის იზრუნეო“ – ჭიჭინაძე საარჩევნო სისტემის საკითხზე მმართველ გუნდთან შეხვედრას არ აპირებს

0

დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე მმართველ გუნდთან შეხვედრის შესაძლებლობას არ განიხილავს. ამის შესახებ ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე საერთოდ არ განვიხილავ ასეთ შეხვედრას დღის წესრიგში,არ მიმაჩნია ეს სწორად. ხალხმა რაც მოიპოვა 20 ივნისის შემდეგ, ეს პროპორციული არჩევნები იყო. ხალხს ჩემთვის არ დაუვალებია, წადი და შენი დაბინავებისთვის იზრუნეო. თუ არ არის პროპორციული არჩევნები, მაშინ უნდა იყოს ის არჩევნები, რომელიც არსებობს.

რასაც ვუყურებთ, არის დაუსრულებუელი მათემატიკა 15 მიუმატე, 20 გამოაკლე. არც ლოგიკაა ამაში, არც არგუმენტები. თუ ხალხი არ გაძლევს ხმას, ხელისუფლეაბში ვერანაირი ფორმულით ვერ მოხვალ.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების იქ მისვლას – არ ვიცი, თავის დროზე, „გირჩს“ და „ქართულ ოცნებას“ ერთნაირი ხედვები ჰქონდათ მარიხუანასთან დაკავშირებით. მე ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი განაყოფი „ქართულ ოცნებასთან“ საკამოდ კარგად თანამშრომლობს. კომფორტულად არიან. მათ ოპოზიციაში ყოფნა არ მოსწონთ. ალბათ, ხელისუფლების კალთის ქვეშ ყოფნა უნდათ.
ჯობს, დაანებონ საარჩევნო მოდელებზე საუბრას თავი და მივხედოთ იმ პროგრამებს, რასაც ხალხს ვპირდებით არჩევნების დროს. იმიტომ, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური და გაუსაძლისი პირობებია „- განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია საარჩევნო თემატიკაზე დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად არ დაჯდება, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება. აღნიშნულ თემაზე პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს უკვე შეხვდა.
„გულწრფელი რომ ვიყო, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არსებული ვითარება არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოსწონს, თუმცა სიტუაციის განსამუხტად რაზე არიან წამსვლელები, ეს არ ვიცი. ოპოზიციურ ერთობას ინდივიდუალური შეხვედრებით საფრთხე არ ემუქრება, თუ ვინმე ინდივიდუალურად არ მიქარავს“- განაცხადა ხვიჩიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი