სამტრედიაში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართომ პატიმრობა შეუფარდა

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

”ინანიებს გულწრფელად მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მას დაგეგმილი ჰქონდა პოლიციას ჩაბარებოდა მკვლელობის შემდეგ. ის მზად იყი ყველა სახის სასჯელი მიეღო. მეუღლე თავზე მეტად უყვარდა და ბურუსით მოცულმა გარემოებებმა მიიყვანა ამ ქმედებამდე”, – განაცხადა ადვოკატმა პავლე კაკაბაძემ.

მეუღლის მკვლელობისათვის ბრალი სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის აქვს წარდგენილი.
სასამართლოს მომდევნო მოსმენა 8 აპრილს  ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები