ბაღდათელი მეღვინეები ბერლინის ღვინის საერთაშორისო ბაზრობაზე მონაწილეობენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეღვინეები, ბერლინის ღვინის საერთაშორისო ბაზრობა “Weinmesee2020”- ზე, იმერელ ღვინის მწარმოებლებთან ერთად თავისი ნაწარმით წელს პირველად, წარდგენ.
აღნიშნული ღვინის ბაზრობა ყოველწლიურად იმართება და მას 32 000 ვიზიტორი ჰყავს, ამ ბაზრობაზე 330- მდე მონაწილეთა შორის, რომლებსაც 4000-მდე პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, ბაღდათის საოჯახო მარნების გილდიის 6 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. “ბაიას ღვინო”, ტარას მინაძის მარანი “ფერსვი8000”, “თეიმურაზ ჭრელაშვილის ღვინო” ,”ბესიქ წიქორიძე ნინოს მარანი” და ” გაიოზ სოფრომაძის ღვინო”.
ბერლინის ღვინის საერთაშორისო ბაზრობაზე “Weinmesee2020″ ბაღდათის ღვინის გილდიით და მათი ღვინოებით, უცხოელი ექსპორტიორები დაინტერესდნენ.
ბერლინში”Weinmesee2020” -ზე მეღვინეების ვიზიტის მიზანი, საგარეო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებაა,
ღვინის საერთაშორისო ბაზრობა “Weinmesee2020” ბერლინში 14თებერვალს გაიხსნა და 16 თებერვლს დასრულდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეღვინეების გამოფენაში მონაწილეობა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, DMO იმერეთის მხარდაჭერით და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მიმდინარეობს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები